
ტელ.: +995 (97) 53-
მისამართი: პეტრიაშვილის ქ. 6, თბილისი, საქართველო
ელ-
მასალების კოპირება და გამოყენება აკრძალულია წყაროდ www.GeorgianDanceLessons.Com ის მიუთითებლად!
Copyright © ი.მ თეა ჯანაშვილი. ყველა უფლებები დაცულია.
Designed by Mtavari.Com Web Design Studio




ქართული ხალხური ცეკვების სასწავლო ვიდეო DVD დისკი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის, სქესის, ეროვნების ადამიანებისთვის. სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის, საქმიანი ადამიანებისთვის, მექორწილეებისთვის, უცხოეთში მოღვაწე ქართველებისთვის და უცხოელებისთვის. ყველასთვის, ვისთვისაც განსაკუთრებულ ემოციას იწვევს ქართული ცეკვა და აქვს შესწავლის სურვილი.
ამ დისკში შესული სასწავლო პროგრამა მოიცავს ქართული, აჭარული და მთიულური (ყაზბეგური) ცეკვების ილეთების შესწავლა–დამუშავებას, მრავალჯერადი გამეორებით.
ვიდეოგაკვეთილების ხანგრძლივობაა 1 სთ და 40 წუთი.
დისკი დაყოფილია 3 ძირითად განყოფილებად: ცეკვის გაკვეთილები ქალებისთვის, ცეკვის გაკვეთილები კაცებისთვის და ცეკვის ნიმუშები.
ქვემოთ წარმოდგენილია ზოგიერთი ფრაგმენტი დისკიდან და ცეკვების მოკლე აღწერა.
ასეთი ფორმატით წარმოდგენილი სასწავლო მასალა, იმითაც არის მოსახერხებელი, რომ თქვენ თვითონ შეძლებთ დაგეგმოთ პერსონალური, ქართული ცეკვის გაკვეთილები, მოსახერხებელ დროსა და ადგილზე.
ზოგიერთი ფრაგმენტები დისკიდან და ცეკვების მოკლე აღწერა
ცეკვა ქართული –ხალხური შემოქმედების მშვენება– რომანტიული ხასიათის წყვილთა ცეკვაა.
ეს ცეკვა აგებულია ქალ-
ცეკვა აჭარული დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიულ შემოქმედებაში.
სატრფიალო ხასიათის ცეკვა, რომლის შესრულება მოითხოვს შემსრულებელთა მოქნილობას და
პლასტიკურობას. ცეკვას საფუძვლად უდევს ქალ-
მთიულური–ქართული ხალხური ცეკვების ჯგუფი, რომლებიც ერთნაირ ტექნოლოგიურ მასალაზეა აგებული (მრავალფეროვანი ჩაკვრები, ცერილეთები, მუხლილეთები, ბრუნები, ხტომისებური მოძრაობები). საქართველოს მთიანეთში დაბადებული ეს ცეკვა, თავისი შინაარსითა და ქორეოგრაფიული მონახაზით, გარკვეულწილად ასახავს კიდეც მთის ცხოვრებისთვის დამახასიათებელ მკაცრ და ხისტ ატმოსფეროს, რაც საცეკვაო მოძრაობების დინამიზმსა და სიზუსტეში გამოიხატება. მასში თავმოყრილი რთული, მდიდარი და მრავალფეროვანი ტექნოლოგია კარგადაა შერწყმული ვაჟკაცის გარეგნობასა და მის გმირულ სულთან.მთიულურ ცეკვებს ისეთივე უძველესი ისტორიული საფუძვლები გააჩნიათ, როგორც დანარჩენ ქართულ ცეკვებს.